19, მაისი 2021 17:43:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. კლინიკა დატოვა -29 ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 9 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 422 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 254 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 8 ათას 717 მოქალაქეა აცრილი.