10, ივნისი 2021 18:11:00
15 წელზე მეტი საზღვაო სფეროში. მდიდარი გამოცდილებით და სწავლების მაღალი ხარისხით- მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი საგანმანათლებლო საქმიანობას ამ ხნის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს. დაწესებულება დაინტერესებულებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც მეზღვაურად ჩამოყალიბებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. მომდევნო სიუჟეტიდან გაიგებთ, რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმზე.
ანასტასია ქაჯაია მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის კურდამთავრებულია. 3 წლის განმავლობაში სასწავლებელში რიგითი მეზღვაურის პროფესიას ეუფლებოდა. არჩევანი ზღვის სიყვარულისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მრავალფეროვანი პროგრამების გამო გააკეთა. ამბობს, რომ სწავლის ხარისხით კმაყოფილია.
დავით ბაღათურია სასწავლებლის მოქმედი პროფესიული სტუდენტია. მე-10 კლასის მოსწავლე რიგითი მეზღვაურის პროფესიას ეუფლება. მეზღვაურისთვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული კურსის ათვისებაში საგანმანთლებლო დაწესებულების მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ეხმარება. ამბობს, რომ პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებისთვის ლიცეუმში ყველა პირობაა შექმნილი.
ავთანდილ გაბუნია შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსია. საგანმანათლებლო საქმიანობას ლიცეუმში, დაწესებულების დაარსების დღიდან ეწევა. პრაქტიკაში მიღებულ უზარმაზარ გამოცდილებას ახლა, ამ სასწავლო-სახელოსნოში მომავალ მეზღვაურებს უზიარებს. ამბობს, რომ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს, საერთასორისო ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენცია აქვთ.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი დაინტერესებულებს საზღვაო სფეროს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებას სთავაზობს. ჩამონათვალში საგემბანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის, სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის და ელექტროობის პროგრამებია. სასურველ კურსებზე მოსახვედრად, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებმა დაწებულებას 20 ივნისის შემდეგ უნდა მიმართონ.
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი საზღვაო სფეროში საგანამანთებლო საქმიანობას 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს. დაწესებულებამ, ამ დროის განმავლობაში ასობით წარმატებული მეზღვაური გაზარდა, ორჯერ გაიარა ავტორიზაცია და 2019 წელს ახალი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაიმატა. თუ კი გსურთ უზრუნველყოფილი მომავლის შექმნა, საბაზო განათლების მიღების შემდეგ, არჩევანი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმზე უნდა შეაჩეროთ.