ქვეყანაში ვაქცინაცია 3 თვის წინ დაიწყო , თუმცა იმუნიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. აჭარაში ამ დროისთვის მხოლოდ 20 ათასამდე მოქალაქეა აცრილი, რაც სრული მოსახლეობის 5.8 პროცენტია. არადა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი ხაზგასმით აქცენტირდება იმაზე, რომ მასიური ვაქცინაციის დაწყება მდგომარეობის დასტაბილურების ერთადერთი გზაა. ლარის გამყარება, ეკონომიკის გაძლიერება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მასიური იმუნიზაციის გარეშე შეუძლებლად მიაჩნიათ ეკონომისტებსაც.
ჩვენს მიერ გამოკითხული სხვადასხვა ასაკის მქონე მოქალაქეების ნაწილი მიჩნევს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. ამბობენ, რომ თუ კი დასაქმებული ადამიანების იმუნიზაცია დროული იქნება, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მასიური ვაქცინაციის შემთხვევაში, სამუშაო ადგილები შენარჩუნდება და ადამიანები, ელემენტარული შემოსვალის გარშე აღარ დარჩებიან.
იმის გამო, რომ მასიური იმუნიზაცია ჯერ არ დაწყებულა, ვაქცინირებული ადამიანები, ძირითადი საპენსიო ასაკის მოქალაქეები არიან, ის ჯგუფი, რომელიც სახელმწიფომ პირველ ეტაპზე, მედპერსონალთან ერთად, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს მიაკუთვნა. ადამიანები, რომლებიც სამუშაო ძალას წარმოადგენენ, იმუნიზაციის პროცესში მასიურად, ჯერ კიდევ არ ჩართულან. ეს ზრდის რისკს, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს პანდემია და შესაბამისად აჩენს შიშს, რომ სამუშაო ადგილები, ერთი მეორეს მიყოლებით შემცირდეს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ჯანდაცვის სამინისტრო, იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოგიწოდებთ.
გარდა იმისა, რომ ვირუსის დასამარცხებლად მოსახლეობაში იმუნიტეტის გამომუშავება მნიშვნელოვანია, იმუნოლოგები კიდევ უფრო მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდეს. ეს კი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გადარჩენას შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ადამიანების ნახევარი მაინც არ აიცრება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება კიდევ უფრო გაჭირდება, რასაც ლარის
იმისთვის, რომ ადამაინებმა ვაქცინაციის უპირატესობა იწამონ, აუცილოებელია, საინფორმაციო კამპანიის გაზრდა, აღნისნავენ ეკონომისტები. მათი შეფასებით, სწორედ ეს გახდება საბოლოოდ, ლარის გამყარების ერთ-ერთი და ძირითადი საფუძველი.
აჭარაში იმუნიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწო. ამ ვადაში, აჭარაში, ჯერ მხოლოდ 20 ათასამდე მოქალაქე აიცრა. ვაქცინების ის რაოდენობა, რომლებიც აქამდე შემოვიდა, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. ეპიდემიოლოგები გვარწმუნებენ, რომ ვაქცინის 3 მილიონზე მეტი დოზა, ივლისის დასაწყისში შემოვა.