14, ივნისი 2021 17:41:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული კოვიდ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 261 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 44 პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის მოქმედების ვადაში გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 164 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთის 53.