21, ივნისი 2021 21:58:00
2020 წლის 3 ნოემბრიდან ქვეყანაში, ღია სივრცეში პირბადის ტარების წესი მოქმედებს. რეგულაციის შემოღებიდან ერთი წლის თავზეც, ნათლად ჩანს, რომ მოქალაქეები სიახლეს ვერც თუ ისე კარგად მოერგნენ. ადამიანები ნიღბების გარეშე- ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ რეკრეაციულ ზონებში კანონდარღვევის ფაქტებს მრავლად შეხვდებით. უფრო მეტს, ახლა სალომე უსტალიშვილი გვეტყვის თემასთან დაკავშირებით
მსგავსი შინაარსის განცხადება, გასული წელსაც, სწორედ მაშინ მოვისმინეთ, როდესაც ბათუმი ზაფხულის სეზონის და ტურისტების მოლოდინის რეჟიმში იყო. რატომღაც, კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა, წინა წელსაც, მაისში დასტაბილურდა. არადა ხელისუფლება მოქალაქეებს, პირბადის ტარებას, როგორც გარეთ ასევე ღია სივრცეშიც ავალდებულებდა. ამისთვის სანქციაც დააწესეს, თუმცა, კონტროლის მექანიზმი, რომ სუსტია ამას ჩვენს მიერ, არაერთხელ მომზადებული, სიუჟეტებიც ცხადჰყოფს. ახლა კი, პირბადის ტარებაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ასეთი, პასუხი აქვს.
თუ კი, ორი თვის წინ აჭარაში დღეში ასობით პირი ინფიცირდებოდა, 21 ივნისის სტატისტიკით, რეგიონს, თვრამეტი ახალი ინფიცირებული ჰყავს. ეს კი, იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეების უმრავლესობა არც დისტანციას იცავს და არც პირბადეს ატარებს. ამ ფაქტს ოპოზიციაში, იმით ხსნიან, რომ ხელისუფლება არასწორ მექანიზმს მიმართავს და მათივე შეფასებით,ზუსტად ამიტომ დაკარგეს მოქალაქეების ნდობა. ლევან ანთაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, ახლა იმაზე უნდა მუშაობდეს, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში დაიწყოს და არა იმაზე, რომ პირბადის ტარების ვალდებულება გააუქმონ.
ვალდებულებას მოხსნიან თუ არა, ამას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ კი, ბათუმის ქუჩებში გაივლით და ვითარებას გადახედავთ. მარტივად მიხვდებით, რომ პირბადეს თითქმის არავინ ატარებს. მოქალაქეების ნაწილი პირბადის ტარებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს. ამბობენ, რომ ტურისტული სეზონია და ყველა ობიექტი, ნელ-ნელა იხსნება, რაც ადრე დაკეტილი იყო.
ჩვენს მიერ შემთხვევით, შერჩევითობის პრინციპით, გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი კი, ამბობს, რომ სიცხეა და პირბადე დისკომფოპრტის შემქმნელია.
საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტების, შესახებ, მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებდა. თუმცა, უწყება სტატისტიკის ამსახველ ვიდეო მასალასა და დაჯარიმებულ მოქალაქეთა რაოდენობას, თითქმის, ერთი კვირაა აღარ აქვეყნებს. რა პოლიტიკის ნაწილია, მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილებები უცნობია. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, რა არგუმენტეებით ან მიზეზებით ახსნიან პასუხისმგებელი პირები, შემოდგომისთვის დაანონსებულ, სავარაუდო, მეოთხე ტალღას.