25, ივნისი 2021 17:45:00
საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე საუბარი, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან ფორმატში უნდა გადავიდეს-აცხადებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირეტორი. ვასილ ხოდელის თქმით, ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავებაა საჭირო. მისი თქმით, თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება დამაზიანებელია პროცესისთვის. ლიბერთი ბანკი, აყენებს ინიციატივას, შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე.