06, ივლისი 2021 18:12:00
კონსტიტუციის -100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა საიუბილეო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა. სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მიმართეს. მათ მონეტის ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. იგი სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.მისი ღირებულება 95 ლარია და მსურველებს შეძენა საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით შეულიათ.