20, ივლისი 2021 18:11:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 ცალი ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 16 ათასი ლარი შეადგინა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.