06, აგვისტო 2021 21:38:00
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არცერთ კანდიდატს დაუჭირა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კონკურსანტები მათ მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კენჭისყრის პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ასამაღლებლად, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა. ამის შესახებ ISFED-ის ანგარიშში წერია. აღნიშნულის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს ხელმღვანელისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება, როგორც პარტიებს შორის კონსენსუსის გამოხატულება, კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში უნდა ასახულიყო.