10, აგვისტო 2017 20:11:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ოლიმპიადა 7 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. მასში 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენით წარსდგება, რომლებიც სპორტის 7 სახეობაში - ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძალოსნობაში, კრივსა და ცურვაში -იასპარეზებენ. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.