კვირა 22, ოქტომბერი 2017

შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

11, აგვისტო 2017 21:29:00

შინდისის გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მათივე სახელობის სკვერში დღეს 17 ნერგი დაირგო. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც. შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. 

ავტორი(ები)

377