21, სექტემბერი 2021 17:02:00
“იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში ბათუმში, 40 ოჯახს ბინები გადაეცა. 2 საცხოვრებელი კორპუსი ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენდა. პროგრამაში მონაწილეები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ხოლო ფართები ლოტოტრონის წესით შეირჩა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ახორციელებს. პირველი ეტაპი ახლახანს დასრულდა. მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. პროექტის ღირებულება ჯამში 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს. რატომ გადაეცა მოქალაქეებს ბინები წინასაარჩევნოდ ან ხომარ არის ეს ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამით კანონმდებლობას არ არღვევენ და მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდშიც განაგრძობენ.