28, სექტემბერი 2021 19:49:00
როგორც აღმოჩნდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, საზოგადოების პროტესტი არ აშინებს. თორნიკე რიჟვაძემ, აქციებს ფორსირებული და ხელოვნურად აგორებული გამოსვლები უწოდა. რიჟვაძემ, მოქალაქეებს უჩრია, რომ მთავრობის სახლთან შეკრების ნაცვლად, მშენებლობასთან მივიდნენ და დარწმუნდნენ, რომ “ოცნების ქალაქში“ კორპუსები მართლაც შენდება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება, აჭარის მთავრობაზე გაბრაზებული მოქალაქეები კი, სხვადასხვა პრობლემით, ადმინისტრაციულ შენობასთან, უკვე, ყოველდღიურად იკრიბებიან. მიუხეადავად იმისა, რომ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო ამბობენ, რომ ამ სახით ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ და ახსენებენ, რომ საარჩევნოდ მთავრობას ხალხის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა, მშვიდობიანი აქციით, თორნიკე რიჟვაძეს ხმა ვერ მიაწვდინეს, ამიტომ, დღესაც საავტომობილო გზა ხმაურის ფონზე გადაკეტეს. ისინი რეგიონის მთავრობის მეთაურთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, რიჟვაძე მოქალაქეებთან სასაუბროდ, დღეს გამოვიდა.
ადგილზე, ის მოქალქეებიც მივიდნენ, რომლებიც ქობულეთში ყოფილი თბოელექტროსადგურის შენობაში, წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. პროტესტს შეუერთდნენ ისინიც, ვინც, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ.
ხელისუფლების აღარ სჯერათ, აღარც იმის იმედი აქვთ, რომ ბინას ყველა მოქალაქე მიიღებს. მუყაოს ქალაქში მცხოვრებლები, გაჩერებას არ აპირებენ, ისინი სხვადასხვა პრობლემების მქონე მოქალაქეებთან ერთან აჭარის მთავრობის სახლთან, პარასკევს, გარერთიანებულ მასშტაბურ აქციას აანონსებენ.