18, აგვისტო 2017 20:14:00
ბათუმის ბულვარში მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ხელნაკეთი აქსესუარები, ტანსაცმელი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთები დამწყებმა დიზაინერებმა გამოფინეს. გამოფენაზე ასევე, სასურსათო პროდუქციაც იყო წარმოდგენილი. პროექტი მიზნად საზოგადოებისთვის დამწყები ოსტატების გაცნობა და ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა-პოპულარიზაციას ისახავდა. გამოფენა-გაყიდვა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება სახლემწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.