30, ოქტომბერი 2021 15:22:00
ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, რომელიც პერიფერიულ ნაწილში მდებარეობს, ოცნების მხარდამჭერების მობილიზება ხდება. კოორდინატორები კამერების დანახვისას იმალებიან, სიებს მალავენ და ჟურნალისტების კითხვებს გაურბიან. ის ვინც გაქცევას ვერ ასწრებს აგრესიაზე გადადის. ბევრი მათგანი აღიარებს, რომ მობილიზება მმართველი პარტიის მახრდაჭერას უკავშირდება.