17, ნოემბერი 2021 17:02:00
ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.
აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ესენია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.