29, იანვარი 2017 11:29:00
ხანძრის შედეგად თამარის დასახლებაში 12 ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მობინადრეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა ელექტროენერგიის სადენებიდან გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღის 11 საათზე მოხდა. ბარაკული ტიპის საცხოვრებელში სოციალურად დაუცველები ცხოვრობდნენ. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ბათუმის მერია კიმათ დროებით ქირით გაყვანას სთავაზობს. პარალელურად შესაბამისი კომისია ზარალს დაითვლის.