17, ოქტომბერი 2017 17:03:00
დემოკრატიის ინსტიტუტმა წინასაარჩევნო პერიოდში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობამ ყველაზე პრობლემური საკითხებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, პარკებისა და სკვერების დასუფთავება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაუმჯობესება დაასახელა. კვლევა 10 რეგიონში ჩატარდა და მასში 1106-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის ანგარიში იუსაიდისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“-ა და სამოქალაქო საზოგადოების ქსელის მიერ მომზადდა.