20, ოქტომბერი 2017 17:10:00
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. ადმინისტრაციის მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727 შეადგენს. საარჩევნო პროცესს 4000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.