01, ნოემბერი 2017 14:04:00
დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული პირი, სარფში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. საგამძიებო ორგანოს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.