01, ნოემბერი 2017 14:03:00
შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინა. მოქალაქეს 3 458 ლარის ღირებულების 56 გრამი საიუველირო ოქროს ნაკეთობები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოჰქონდა. კანონდამრღვევს სანქციის სახით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა, 3458 ლარის ოდენობით შეეფარდა.