07, ნოემბერი 2017 17:03:00
მუნიციპალური ავტობუსების კონდუქტორები ჟესტურ ენას შეისწავლიან. საპილოტე პროექტში ბათუმის ავტოტრანსპორტში დასაქმებული 30 კონდუქტორია ჩართული. მათ სპეციალურ ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის“ წარმომადგენლები ჩაუტარებენ. მგზავრებთან უკეთ ურთიერთობის დამყარების მიზნით კონდუქტორებისთვის მსგავსი გადამზადების კურსები კვლავ გაგრძელდება.