17, ნოემბერი 2017 14:05:00
ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და პორტის ამერიკელი ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები იმყოფებიან. სტუმრებმა დაათვალიერებს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურას. ვიზიტი ერთდღიანია. კონსორციუმის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრებენ, რომლის ფარგლებშიც აკადემიის სტუდენტებს ანაკლიის პორტში დასაქმების შესაძლებლობაბ მიეცემათ