12, თებერვალი 2018 11:05:00
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად საგზაო მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებულია. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.