15, თებერვალი 2018 14:10:00
ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელი გზის სოფელ დიოკნისის მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად სპეციალისტებს ელოდებიან. თავდაპირველად ფერდობის შესწავლა უნდა მოხდეს, რათა გაწმენდითი სამუშაოები დაიგეგმოს. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მოქალაქეები შემოვლითი გზით სარგებლობენ.სოფელ დიოკნისში მიწის მასა გუშინ, დილით ჩამოიშალა, რის შედეგადაც საავტომობილო გზა გადაიკეტა. მეწყრული პროცესი ხელმეორედ საღამოსაც განვითარდა, რის გამოც ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა.