19, თებერვალი 2018 17:11:00
ქობულეთში, ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. დაჭრილი კაცი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მედიკოსების ცნობით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება. არსებული ინფორმაციით, კაცი ბასრი იარაღით გულ მკერდისა და მუცლის არეშია დაჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრაში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. ცოლ-ქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევა სოფელ ოჩხამურში მოხდა.