16, აპრილი 2018 14:07:00
პეტრე მელიქიშვილის 103 ნომერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სტაბილურად მძიმეა ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსეს. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ასევე, დაზიანებულია მარკეტის შენობა და ახლოს მდგომი მსუბუქი მანქანა. ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.