11, იანვარი 2017 11:24:00
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების ტრადიცია ბრუნდება. მოსწავლეები, მარტში, ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ. გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ საჯარო სკოლებში, 8-დან 15 მარტამდე, საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდება, სასწავლო წელი კი 15 ივნისს დასრულდება. საკითხზე განმარტებები ბათუმის რესურსცენტრშიც გააკეთეს.