28, მაისი 2018 14:23:00
წითელ ხიდზე და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქარველოს მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,693.84 ლარი შეადგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.