19, ივლისი 2018 20:03:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.