17, აგვისტო 2018 20:45:00
ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აგროპედია დამონტაჟდა. ეს გახლავთ აგრო ბიბლიოთეკა მონიტორზე, სადაც მოთავსებულია ინფორმაცა რეგიონში სხვდსხვა აგროსერვისების შესახებ. სიახლე ფერმერებსა და შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებისთვისაა გათვლილი, აგროპედიის საშუალებით მათ საჭირო ინფორმაციის მოძიება გაუადვილდებათ. მსგავსი აგროპედიის განთავსება ხელვაჩაურის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.