28, აგვისტო 2018 20:44:00
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. ციფრები სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. შემცირება სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.საქსტატის მიხედვით დასაქმების დონე გაზრდილია 1.2 პროცენტიული პუნქტით. უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. ხოლო ქალებში დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, კაცებში კი 1.0 პროცენტული პუნქტით.