28, აგვისტო 2018 20:42:00
საქსტატი 2018 წლის მეორე კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს. ამ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ. მიმდინარე წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, მათი 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20 პროცენტზე მეტს შეადგენს . ყველაზე მეტი ვიზიტი, 44 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში.