14, სექტემბერი 2018 20:16:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ორი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა, პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში კიდევ ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის მოქალაქეებიც. პოლიციამ 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.