18, სექტემბერი 2018 14:32:00
აჭარაში ბიზნესომბუდსმენი დაინიშნა. ამ პოსტზე საქარათველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტარიელ გიორგაძე წარადგინა. წარდგენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, რეგიონში მოქმედი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რიჟვაძის განცხადებით, ,,სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყოს რეგიონში მოქმედ ბიზნეს-სექტორში არსებული პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ“. რაც შეეხება ტარიელ გიორგაძეს, მას როგორც საჯარო, ისე კერძო სივრცეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი. 2014-2018 წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.