10, ოქტომბერი 2018 14:06:00
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, გრიპის საწინააღმდეგო აცრებს იწყებს. მათ შორის აიცრებიან ორსულებიც. 4 ათას 68 დოზა ვაქცინა - ,,ვაქსიგრიპი“ უკვე შემოტანილია. სპეცილისტების განმარტებით, გრიპის აქტიური სეზონი, წლის მე - 40 კალენდარული კვირიდან იწყება. დაავადებათა კონტროლის ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, სერვისების მიმწოდებელ დაწესებელებათა გინეკოლოგებს შეხვდნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.