28, ნოემბერი 2018 14:17:00
ბათუმის N 79 ოლქის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ბათუმში საკუთარი არჩევანი 27 733 ამომრჩეველმა გაკეთა. მისი შეფასებით, პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, რაც შეეხება საჩივრებს, 12 საათამდე სულ სამი საჩივარი დაიწერა. საჩივრები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წილისყრის პროცედურულ დარღვევებზე დაწერეს.