ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

ძარცვა პოლიციის შენობის მიმდებარედ

05, დეკემბერი 2018 20:02:00

სიუჟეტმა, რომელსაც ახლა ჩვენს ეთერში ნახავთ, შესაძლოა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარი გაგახსენოთ.  არადა ამბავი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.  ეს იყო ძარცვა პოლიციის სახელით, პოლიციის შენობის მიმდებარედ. სად იყვნენ სამართალდამცველები იმ დროს, როცა  მათ  გვერდით 2 -მა მოქალაქემ ობიექტი გაძარცვა,  თან ისე, რომ ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დააბრალეს?  


ამ ჰოსტელში ტურისტებს  2 პირი პოლიციელად გაეცნო.  შესვლის მიზეზად მათ ნარკოტიკული ნივთიერებების ძებნა დაასახელეს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სასტუმროში მოქალაქეებმა  ძარცვის მოტივით შეაღწიეს. ჰოსტელის მეპატრონე ყვება, რომ მძარცველებმა მობილური ტელეფონი წაიღეს. 

შენობაში, რომელშიც ,,ჰოსტელი“  ფუნქციონირებს,  პოლიციის მე-6 განყოფილებაცაა განთავსებული. დაკავებული 2 პირიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა. მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ იგი საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ჩამოვიდა. 

მომხდარს გაუგებრობას უწოდებენ დაკავებულის ნათესავები. ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ,,ჰოსტელის“ სტუმრებმა დაკავებული მოქალაქეები თავად შეიპატიჟეს და ნარკოტიკული ნივთიერებაც  შესთავაზეს. 

ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით  დაიწყო. ადვოკატი საქმის  გადაკვალიფიცირებას ხულიგნობის მუხლით ითხოვს.

ავტორი(ები)

163