07, დეკემბერი 2018 14:04:00
ბათუმში მცხოვრებმა ებრაელებმა, ხანუქას დღესასწაული იზეიმეს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ანსამბლების მიერ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. „ხანუქა“ ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი ებრაული დღესასწაულია. ამ დღეს ისინი სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებაზე მორწმუნეები 8 ქიმიან მენორაზე, სანთლებს ანთებენ, რომელსაც სახლში მომავლის რწმენა და იმედი შეაქვს. ბათუმში მცხოვრებ ებრალებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც მოულოცა.