რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ადგილობრივები პეტიციების გზით?

იმისთვის, რომ კონკრეტულ ადგილზე, სკვერის მოწყობა, ქუჩის რეაბილიტაცია ან საბავშვო ბაღის მშენებლობა მოითხოვოთ, პეტიციის დარეგისტრირებაა საჭირო. საქართველოს ნებისმიერ, სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია პეტიციის საშუალებით მთავრობის ყურადღება ისეთ საკითხზე გაამახვილებინოს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია. ერთი შეხედვით კანონი საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა რამდენად სრულდება მოთხოვნები ჯერ კიდევ საკითხავია. რას ითხოვს ხალხი და რას აკეთებს ხელისუფლება?

ბულვარის გადარჩენა, საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პეტეციებისა, რომლებიც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ უწყებებში  შედის. მოქალაქეები, განცხადებებს იმ მიზნით არეგისტრირებენ, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ მათი სურვილი გაითვალისწინოს და ხელისუფლებამ კონკრეტული მოთხოვნები შეასრულოს.  მაგალითად, ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 2017 წელს მოითხოვეს. ამ უკანასკნელის განხორციელება, მერიამ ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. განცხადება კი, დღემდე, მხოლოდ, თეთრზე შავად რჩება დაწერილი.

რა რეაგირება აქვს მერიას ან რა არსებითი მნიშვნელობა აქვს პეტიციის დარეგისტრირებას თუ კი, მოქალაქეები სასურველ შედეგს ვერ იღებენ. მოთხოვნაზე, რომ ბათუმის ბულვარში. „ამბასადორის“ მშენებლობა შეჩერებულიყო 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა, ზღვისპირა პარკის შუაგულში, პირდაპირ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მრავალსართულიანი კომპლექსი მაინც აშენდა.

ბათუმის მერიაში შესული პეტეციები მრავლადაა. მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაშიც აქტიურად არიან ჩართულნი, თუმცა, რამდენად ახდენს თვითმმართველობა განცხადებებზე რეაგირებას, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“- ში ამბობენ, რომ ბათუმის მერიაში პეტიციის მნიშვნელობა გათავისებული არ აქვთ.

„მწვანე უბნები ბათუმს“ - ამ სახელწოდებით, საინიცივატივო ჯგუფმა  პეტიცია ჯერ კიდევ გასულ წელს დაარეგისტრირა მიზანი, ბათუმში, 14 უბანში არსებულ სკვერსა და პარკზე, სახელწოდების მინიჭება იყო. პეტიცია დარეგისტრირდა, აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსების შესახებაც. პეტიიცით მოითხოვეს  ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის კეთილმოწყობაც. ჩამოთვლილთაგან არც ერთ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.  რატომ არეგისტრირებენ მოქალაქეები პეტიციას მაშინ, თუ კი, მერიას რეაგირება არ ექნება? ან რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა? ბათუმის მერიაში საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს. უწყებაში გვითხრეს, რომ წარმომადგენლობით ორგანოს საჯარო ინფორმაციის მოწოდების თხოვნით უნდა მივმართოთ, რაც შეეხება მათ შესრულებას, უწყებაში გვითხრეს, რომ თითოეული რეგისტრირებულ პეტიციაზე ინდივიდუალურად უნდა მივმართოთ და პასუხს ამ უკანასკელის მიხედვით მივიღებთ. რაც შეეხება ერგეს საბავშვო ბაღს, საკითხზე პასუხი, არც ხელვაჩაურის მერიაში გაგვცეს.

მეტის ნახვა