ახალი ამბები • 1749126001
ხელვაჩაურში კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ხელვაჩაურში, გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ აჭარისწყალთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელიც მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. ის მანქანაში მრავალჯერადი გასროლიღ ჩაცხრილეს, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილი მდინარეში გადააგდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

1749024840

1748858598

1739131407