იტალიაში, საკვები პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დაკავება იტალია

იტალიაში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას საკვები პროდუქტების ქურდობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 40 წლის კაცმა სუპერმარკეტიდან მოპარული ნივთები ზურგჩანთაში დამალა და ობიექტის დატოვება სცადა.

გაქცევის მცდელობისას, ქართველი მაღაზიის მენეჯერმა შენიშნა, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

დამნაშავე სასამართლო პროცესამდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იქნება მოთავსებული.

მეტის ნახვა