ახალი ამბები • 1754042485
ჯანდაცვიდან განათლებამდე - ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ჯანდაცვიდან განათლებამდე - ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
"უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება", - აღნიშნავენ სასწავლებელში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019-2021 წლებში იყო. ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასსა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება ჰქონდათ.

1745312322