ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებისთვის | ირაკლი კობახიძე

კობახიძე

 ქართული ოცნება  თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის "დატვირთვას" არ აპირებს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე მტკიცებითვე,  თვითმმართველობის არჩევნებს ჯანსაღ გარემოში ჩაატარებენ.

"რაც შეეხება ეუთო/ოდირს. ზოგადად, არ არსებობს პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევენ. გადახვევები გვხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემაზე.

რამდენიმე ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდრის. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მათი მისიას მოწვევა. ასე რომ, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით.

თქვენ იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა ამ დასკვნით არავინ დაინტერესდა. დღეს იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუწიეს ამ დასკვნას, გვთხოვენ ჩვენ მათ მოწვევას", - თქვა კობახიძემ.

მეტის ნახვა