08, ოქტომბერი 2019 09:44:00
გუშინ, 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 67 წელი შეუსრულდა. ამავე დღეს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც გაიზარდა პრეზიდენტის ხელფასის რაოდენობა. ბრძანების მიხედვით, 4.3%-ით გაიზარდა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურუროსის, მინისტრების, როსგვარდიისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ხელფასები.
4.3%-იანი მატება ინფლაციის დონით არის განპირობებული, სწორედ ამდენს შეადგენს 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი. აქამდე, საკუთარი თავისთვის ხელფასის გაზრდის ბოლო შემთხვევა 2018 წლის იანვარში მოხდა, მაშინ მატებამ 4% შეადგინა.
წყარო: tabula.ge