02, მაისი 2017 20:09:00
საქართველოს კანონის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", მიღებიდან 3 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 350 საქმე შეისწავლა, რომელთაგან 30 შემთხვევაში დისკრიმინციის ფაქტი დაადგინა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, დისკრიმინაციის საფუძველი ძირითადად პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა და ხშირ შემთხვევაში შშმ პირების უფლებების დარღვევა იყო. ომბუდსმენის თქმით, კერძო კომპანიებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და შესაბამისი საბუთების მიწოდების ვალდებულება არ აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში საქმის გამოძიებას აფერხებს.