04, დეკემბერი 2019 17:52:00
თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს, ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა.