24, დეკემბერი 2019 20:09:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად მიმართავს. ამერიკა სამართლის რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით პროგრესს მიესალმება. ამის მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლოსა და პროკურატურის თავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს. ამასთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშ ვალდებული ინსტიტუტების საკითხებზე, ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს.