09, ივნისი 2020 21:15:00
კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყების ნებართვას ითხოვენ. დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენა მშობელთა უმრავლესობასაც სურს. პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ნაადრევად მიიჩნევენ პასუხიმსგებელ უწყებაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საბავშვო ბაღებთან ერთად კერძო საარმზრდელო დაწესებულებებიც დაიკეტა. ფინანსური კრიზისი მათთვის საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მფლობელები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულად დაკმაყოფილება შეუძლიათ და მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ.
საბავშვო ბაღების გახსნას აქტიურად მოითხოვენ მშობლებიც. განსაკუთრებით კი ის დედები, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ყავთ. ამბობენ, რომ როცა ბაღები დაკეტილია, სამსახურის პარალელურად შვილებისთვის ყურადღების მიქცევა უჭირთ.
მოთხოვნის მიუხედავად, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბაღების და მსგავსი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი სექტემბრამდე ნაადრევია. ბექა ფერაძემ აცხადებს, რომ, ვირუსი ჯერ არ დამარცხებულა და სიფრთხილე აუცილებელია.
საბავშვო ბაღები პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვა სასწავლო დაწესებულებებთან ერთად, მუშაობა 3 თვის წინ შეწყვიტეს.