16, დეკემბერი 2020 21:59:00
ზეთი, შაქარი, ფქვილი და კარტოფილი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება. ფასების ზრდაზე ღიად საუბრობენ პანდემიის შედეგად, შემოსავლის გარეშე დარჩენილები. გაძვირებული პროდუქტი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც ბაზრის დახლები მომხარებლებისგან დაცალიერელდა. იმპორტირებულ საქონელთან ერთად, გაზრდილი ფასები ადგილობრივი წარმოების პროდუქტზეც შეინიშნება.
გაძვირებული პროდუქტი, მყიდველისგან დაცარიელებული ბაზარი და უკმაყოფილო მომხმარებელი - ასეთი სურათი გვხვდება დღეს, ბათუმის აგრარულ ბაზარში. მოსახლეობისთვის ყველაზე მტივნეული, ისეთი პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა, როგორიცაა ზეთი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების სურსათი.
ფასი არც ისეთ პორდუქტებზეა შენარჩუნებული, როგორიცაა ნიორი, ხახვი, კარტოფილი და სხვა.
იმპორტირებულ საქონელთან ერთად, გაზრდილი ფასები თვალშისაცემია ადგილობრივი წარმოების პროდუქტზეც. მაგალითად, თუ კი ერთი თვის წინ, ერთი კილოგრამი ყველი, 11 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 15 ლარს აღწევს.
ერთი ტომარა, პურის ფქვილის ფასი ახლა 70 ლარია. ბოლო სამი კვირის მანძილზე, ღირებულება შვიდი ლარით გაიზარდა.
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პურის და პურის ფქვილის გაძვირება, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას უკავშირდება. პანდემიისას კი, სახელმწიფო მხოლოდ იმ მეწარმეების სუბსიდირებას ახდენს, რომლებიც ფურნეებს ამუშავებენ.
მეწამების და მოვაჭრეების მიერ დასახელებული არგუმენტები რომ სარწმუნოა, გვარწმუნებენ ეკონომისტებიც. ნოდარ სირბილაძის განმარტებით, რუსეთიდან, საექპორტო, ერთი ტონა ხორბლის ფასი, დღეს, 250 ამერიკული დოლარია.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სუბსიდიას ის მეწარმე მიიღებს, რომელიც იმპორტირებული ხორბლიდან, პირველი ხარისხის ფქვილს აწარმოებს. ამ შეღავათით, სამომავლოდ, 1 ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარიან ნიშნულს არ უნდა გასცდეს.